Your Marketing Vision!

Your Marketing Vision!

Tuesday, January 6, 2015

მესიჯი ბოთლში - არგენტინული ლუდის მწარმოებლის ინოვაციური იდეა

ვიღაცისათვის ბოთლის თავზე გადამსხვრევაც შესაძლოა ერთ-ერთ გზას წარმოადგენდეს სათქმელის გადასაცემად, თუმცა ნაკლებ ძალადობრივი მეთოდის გამოძებნაც შეიძლება.

ამისათვის მხოლოდ არგენტინული ლუდის, Andes-ის ბოთლზე დატანილი QR კოდის სკანირება და შესაბამისი აპლიკაციის გადმოწერაა საჭირო, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მის მიერ ჩაწერილი მოკლე ვიდეო ბოთლზე განათავსოს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ბოთლი ადრესატთან აღმოჩნდება, იგი ამ ვიდეოს ნახვას მარტივად, იგივე კოდის სკანირებით მოახერხებს. 

იდეა ცნობილ სარეკლამო სააგენტოს Saatchi & Saatchi-ს ეკუთვნის. იმის საილუსტრაციოდ, რომ "Andes-თან ერთად თქმა მარტივია", კომპანიამ გამოიყენა ისეთი მესიჯები, როგორებიცაა: "შენზე მხოლოდ მოქალაქეობის მისაღებად დავქორწინდი", "ერთი წლის განმავლობაში wi-fi-ს გპარავდი" და ა.შ.