Your Marketing Vision!

Your Marketing Vision!

Friday, October 10, 2014

E-Mart–ის მფრინავი მაღაზია

სამხრეთ კორეულმა მაღაზიათა ქსელმა E-Mart-მა გადაწყვიტა „მფრინავი მაღაზიებით“ მიექცია იმ ადამიანთა ყურადღება, რომელთაც საკმარისი დრო არ ქონდათ შოპინგისათვის. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეელები დაკავებული სამუშაო გრაფიკით ხასიათდებიან. კომპანიამ მარკეტინგულ სააგენტო „Cheil Worldwide“ – თან ერთად დაგეგმა კამპანია, რომლის მიზანიც იყო მომხმარებლისთვის საშუალების მიცემა განეხორციელებინათ შესყიდვა E-Mart–ის ვებგვერდიდან გადაადგილების პროცესშიც კი. ამისათვის მან გამოიყენა სატვირთოს ფორმის და კომპანიის ფერებში ბრენდირებული ჰაეროვანი ბალონები, რომელთაც მიმაგრებული ქონდათ wi-fi როიტერები. ისინი გაშვებულ იქნა სავაჭრო ცენტრებში, მეტროში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მფრინავი ბალონები უზრუნველყოფდნენ წვდომას უფასო ინტერნეტზე. შესაბამისად, მომხმარებლებს შეეძლოთ თავიანთი მობილური ტელეფონებით მომენტალურად გადმოეწერათ E-Mart-ის აპლიკაცია და შეეძინათ პროდუქტი მისი საიტიდან. თვის განმავლობაში აღნიშნული აპლიკაციის გადმოწერის რიცხვი 50 000–მდე გაიზარდა.


No comments:

Post a Comment